მთაწმინდაზე, ამაღლების ქ. N1-ში, საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და რეაბილიტაციის შემდეგ მას პირვანდელი სახე დაუბრუნდება.
მიმდინარე სამუშაო პროცესი თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ, ამავე რაიონის გამგებელთან დავით კირკიტაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ფარგლებში, ფასადის რეაბილიტაციასთან ერთად დაგეგმილი სახურავის ჩანაცვლება. ხოლო, გასულ წელს სახლს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, კაპიტალური გამაგრება ჩაუტარდა.
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 388 000 ლარი დაიხარჯება.
გიორგი ტყემალაძე: „ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია“
მაისი 30,2024მომავალ სასწავლო წელს N109 საბავშვო ბაღი ახალი შენობით შეხვდება
მაისი 30,2024გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
მაისი 22,2024